Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინიკა "გულის" 70-მდე თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა


კლინიკა გულის 70-მდე თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. თანამშრომლების ინფიცირების გამო კლინიკამ პაციენტების მიღება 10 დეკემბრამდე შეზღუდა. ინფიცირებულთა შორის არის კლინიკის ხელმძღვანელი, ანზორ მელიაც. დეტალებთან დაკავშირებით მელია თავად ესაუბრა რადიო თავისუფლებას.

"ზოგიერთი პაციენტი მალავდა, რომ სახლში სიცხე ჰქონდა... ვნახეთ, რომ ექიმები დაავადდნენ ამ ვირუსით, შემდეგ ვნახეთ, რომ ექთნებიც დაავადდნენ - ყველა ის თანამშრომელი, რომელსაც მჭიდრო შეხება ჰქონდა პაციენტთან. მივიღე გადაწყვეტილება, რომ კარდიოლოგიური განყოფილება დამეხურა და შევწყვიტეთ ქრონიკული ავადმყოფების მიღება", - ამბობს მელია და აღნიშნავს, რომ ამ მიზეზით "ინტენსიური მართვის ნაწილში" რამდენიმე პაციენტსაც გადაედო ვირუსი.

მელიას თქმით, ყველა ინფიცირებული პაციენტი გადაყვანილია სპეციალიზებულ კლინიკაში, მისი თანამშრომლების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია და სწორედ ამ მიზეზით ისინი სახლში მკურნალობენ.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 118 690 შემთხვევა. ქვეყანაში 98 781 პირი გამოჯანმრთელდა, ​1 124 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG