Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელი ირანის საკითხებში: იანვრამდე ადმინისტრაცია ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს


UAE -- Elliot Abrams, U.S. special representative for Iran, talks during an interview with The Associated Press at the U.S. Embassy in Abu Dhabi, November 12, 2020
UAE -- Elliot Abrams, U.S. special representative for Iran, talks during an interview with The Associated Press at the U.S. Embassy in Abu Dhabi, November 12, 2020

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, სანამ უფლებამოსილებას ჩააბარებდეს ახალ მთავრობას, გეგმავს ახალი სანქციები დაუწესოს ირანს.

25 ნოემბერს ირანის საკითხებში ვაშინგტონის წარმომადგენელმა, ალიოტ აბრამსმა განაცხადა, რომ ტრამპისეული სანქციების სტრატეგია გაგრძელდება ტრამპის პრეზიდენტობის ბოლომდე და ის გაფართოვდება შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სანქციებით.

პრეზიდენტის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ტრამპი მკაცრად აკრიტიკებდა ირანთან მსოფლიოს ქვეყნების მიერ 2015 წელს დადებულ ბირთვულ შეთახმებას, რომელიც შემუშავდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს. 2018 წელს ტრამპმა დატოვა ბირთვული შეთანხმება, რომლის თანახმად ირანს თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვა ჰქონდა ნაკისრი სანქციების გაუქმების სანაცვლოდ.

ტრამპის მიერ ირანის მიმართ ახალი სანქციებს დაწესების შემდეგ, ირანმა, ამის საპასუხოდ, ეტაპობრივად დაიწყო ურანის გამდიდრების სფეროში თავისი ვალდებულებისგან უკანსვლა.

ევროპის ქვეყნები, ასევე რუსეთი და ჩინეთი, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს, ცდილობენ მის შენარჩუნებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG