Accessibility links

logo-print logo-print

ჩინეთის ლიდერმა ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვების მისალოცი გაუგზავნა


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, გამარჯვების მოსალოცი გაუგზავნა.

სიმ ბაიდენისთვის გაგზავნილ წერილში გამოხატა იმედი, რომ აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობა მომავალში განვითარდება ორივე ქვეყნის ინტერესების და საერთაშორისო თანამეგობრობის მოლოდინის შესაბამისად. ამის თაობაზე ჩინეთის მედია იტყობინება. ამავე ცნობით, სი ძინპინის მოადგილემ, ვან ციშანმა, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა კამალა ჰარისს..

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, 2016 წლიდან, ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა განსაკუთრებით ვაჭრობის სფეროში, ასევე ტექნოლოგიების უსაფრთხოების და კორონავირუსის პანდემიის გამო, რომელიც ჩინეთში დაიწყო.

ადრე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაიდენს მიულოცა, მაგრამ პირადად სი თავს იკავებდა პრეზიდენტ ტრამპის მიერ მარცხის აღიარებაზე უარის თქმის შგამო.

ბაიდენისთვის სის მოსალოცი მოჰყვა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, ოფიციალურად გადააბარონ ხელისუფლება არჩეულ პრეზიდენტს.

სი ძინპინი უკანასკნელია დიდი ქვეყნების ლიდერებს შორის, ვინც გამარჯვება მიულოცა ბაიდენს. მათ რიცხვში არ არის რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. კრემლი აცხადებს, რომ ელოდება არჩევნების ოფიციალურ შედეგებს მას მერე, რაც გაირკვევა ყველა სადავო შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG