საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი უქმედ ცხადდება.
„იმისთვის, რომ მოქალაქეების მობილობა არ იყოს ჩაკეტილი დღეებში, არამედ მათ შეეძლოთ, გადაადგილება დაგეგმონ ორ კვირაზე ცოტა მეტი დროით“, - განმარტავს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
ახალი წლის პერიოდში, 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე, დიდ ქალაქებში მოხსნილი ყველა შეზღუდვა, კვლავ ძალაში შევა 3 იანვრიდან, დასვენების დღეებთან ერთად.
ახალი შეზღუდვები 28 ნოემბერს შედის ძალაში. დეტალურად წაიკითხე აქ.
დაწერეთ კომენტარი