Accessibility links

logo-print logo-print

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა შეზღუდვების საფუძვლები


ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, გამოყენებული იყო „მრავალი ცვლადი“ იმის დასადგენად თუ რომელ ქალაქზე რა სახის შეზღუდვა უნდა გავრცელებულიყო.

„ეს, არის რა თქმა უნდა, იყო ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი თითოეული რეგიონთან და ქალაქთან მიმართებით, ასევე კლინიკების და იმ სასტუმროების საწოლფონდი, რომელსაც პაციენტების სამკურნალოდ ვიყენებთ, იქ არსებული საწოლფონდი და რეზერვი, რომლის მობილიზაციაც შესაძლებელი იყო, ასევე ოჯახის ექიმების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით. მოსახლეობის სიმჭიდროვე, ოჯახებში სულადობა, ბიზენსის გადანაწილება და აქტივობა თითოეულ რეგიონში და ასაკობრივი ზღვარი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი სიტყვებით, ამ კომპონენტების გაანალიზებით შედგა ქალაქების კონკრეტული რუკა სადაც შეზღუდვები დაწესდა.

ჯანდაცვის მინისტრის სიყვებით, შეზღუდვებში მოყვნენ ის ქალაქებიც, სადაც ვირუსის გავრცელება 5-ბალიანი სისტემის მიხედვით არ არის კრიტიკულ ზღვარზე. მაგალითად 2-ბალიან სისტემაში მოხვდა აჭარა.

„აჭარის მაგალითზე ჩვენ გვაქვს საწოლფონდის საუკეთესო გადანაწილება და იქ ინფექციის გამტარობა აქტიურად და კარგად ხორციელდება. შემდეგი იყო თბილისი, გურია და იმერეთი, ხოლო დანარჩენი 3 დონის ქალქებში შეზღუდვები დაწესდა იმ პრინციპიდან გამომდინარე, რა გამოცდილებაც მივიღეთ ჩვენ ზაფხულში, ბათუმის მაგალითზე, როდესაც ბათუმი იყო მწვანე, მაგრამ მოხდა ინფექციის მიგრაცია. ასევე ეს გამოცდილება აქვს ევროპასაც, სადაც ზამთრის კურორტებზე იტალიაში მოხდა ინფექციის გავრცელება, ამაზე დაწყრდონით იმსჯელა საბჭომ და მიიღო ეს შეზღუდვები“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი განმარტებით, ინფიცირების შემთხვევების შემცირება შეზღუდვების შედეგად მყისიერად არ დადგება, ვისუსის გავრცელების ციკლი მომდევნი ორი კვირის ანალიზის საგანია.

„2 კვირის ანალიზის შემდეგ მეტად კონკრტულად შეგვეძლება ვთქვათ შეზღუდვების ეფექტურობაზე, ვიმსჯელოდ შეზღუდვების გამკაცრებაზე ან პირიქით შემსუბუქებაზე. ეს შეზღუდვები ემყარება ევროპის ქვეყნების გამოცდილებას, ამ შეზღუდვებზე დაყრდნობით ევროპის ქვეყნებს აქვთ 30-დან 45 %-მდე ინფექციის გავრცელების შეჩერების მაჩვენებელი, რაც ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნლეოვანია“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მან ასევე დაამატა, რომ შეზღუდვებაზე დაწესებული მკაცრი კონტოლის პირობებში, ზოგი ქვეყანა, ინფექციის ვარცელების 87%-იან დაღმასვლას აღწევს.

საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. ახალი შეზღუდვების ერთი ნაწილი უკვე 28 ნოემბრიდან შედის ძალაში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3801 შემთხვევა. ეს წინა დღესთან შედარებით 730-ით მეტია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 118 690 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3200-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 98 781.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1124-მდე გაიზარდა.

ასევე ნახეთ: ახალი შეზღუდვები ცნობილია: იხურება ობიექტები, ჩერდება საზ. ტრანსპორტი

საქართველოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება

8 ქალაქში მეტრო და ავტობუსი ჩერდება

საახალწლოდ, დიდ ქალაქებში ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება

რომელ საქმიანობას არ ეხება შეზღუდვები

COVID-ით „დაწინაურებული“ საქართველო

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG