Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი სამხედრო კონტრაქტორი აფხაზეთში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა


ოკუპირებულ აფხაზეთში უბედური შემთხვევის შედეგად რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. ამის თაობაზე ინფორმაცია ხუთშაბათს გაავრცელა სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურმა. მის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა ჯარისკაცს, რომელიც ტექნიკის დათვალიერებას აწარმოებდა. აღნიშნავენ, რომ ეს მოხდა პარკში საავტომობილო ტექნიკის ბუქსირით გადაყვანის სამუშაოებისას, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად.

სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურში აზუსტებენ, რომ სატვირთო ავტომანქანის შეჯახების შედეგად მიღებული ტრამვები ჯარისკაცის სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

„ინტერფაქსის“ თანახმად, კონტრაქტორი სამხედრო მოსამსახურის სიკვდილის ფაქტზე რუსეთის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობის კომისია და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები ერთობლივ გამოძიებას აწარმოებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG