საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეცხრე თამაში ჩაატარა და მეცხრედ წააგო.
ლევან ბაჯელიძის გაწვრთნილი გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მალტის ნაკრებთან დამარცხდა, ანგარიშით 0:4 და საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე დაკარგა ჯგუფში ბოლოსწინა - მეხუთე ადგილზე გასვლის შანსი.
საქართველოს ნაკრები მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე B ჯგუფში გამოდის, დანიის, იტალიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელისა და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად. შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრას კი 1 დეკემბერს, ისევ თბილისში გამართავს, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან.
დაწერეთ კომენტარი