Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა დიეგო მარადონას ხსოვნის პატივსაცემად


არგენტინაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული ფეხბურთის ლეგენდის, დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო. 60 წლის ფეხბურთელი წლების განმავლობაში ებრძოლდა ნარკოტიკულ საშუალებებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას.

25 ნოემბერს ბუენოს-აირესში ათასობით მოქალაქე შეიკრიბა სპონტანურ თავყრილობაზე, სადაც პატივი მიაგეს ხსოვნას ფეხბურთელისა, რომელმაც არგენტინას გამარჯვება მოუტანა 1986 წელს, მექსიკაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე.

სამდღიანი გლოვის შესახებ არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა გამოაცხადა. ამ დღეების განმავლობაში მარადონას ცხედარი პრეზიდენტის სასახლეში იქნება დასვენებული.

მარადონა ღარიბი ოჯახიდან იყო, და შემდეგ მსოფლიოში მოიპოვა საკულტო სტატუსი. თავისი კარიერის განმავლობაში, რომელიც რადიკალური აღმასვლებით და ჩავარდნებით გამოირჩეოდა, ის თამაშობდა ბარსელონაში და ნეოპოლშიც.

მისი ადვოკატის თქმით, მარადონა 25 ნოემბერს თავის სახლში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG