Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთი და პოლონეთი აცხადებენ, რომ ერთობლივად ვეტოს დაადებენ ევროკავშირის ბიუჯეტს


უნგრეთის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც დებენ პირობას, რომ ერთმანეთს მხარს დაუჭერენ ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის და პანდემიის მასშტაბური დახმარების ბლოკირების საქმეში, რადგან მასში გათვალისწინებულია მექანიზმი, რომელიც ბიუჯეტს კანონის უზენაესობის დაცვასთან აკავშირებს.

ვიქტორ ორბანმა და მატეუშ მორავიეცკიმ 26 ნოემბერს ბუდაპეშტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ეს მექანიზმი ბლოკს აღებული კურსიდან გადახვევის საფრთხეს უქმნის. ერთობლივ დეკლარაციაში პრემიერ-მინისტრები წერენ, რომ მექანიზმი "იყენებს ბუნდოვან განსაზღვრებებს და ორაზროვან ტერმინებს, მკაფიო კრიტერიუმის გარეშე იმის შესახებ, თუ რას შეიძლება დაეყრდნოს სანქციები".

უნგრეთსაც და პოლონეთსაც ევროკავშირი იძიებს სასამართლო სისტემის, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრის თვალსაზრისით, და ეს ქვეყნები დგანან საფრთხის ქვეშ, რომ მათთვის ხელმიუწვდომელი იქნება ათობით მილიარდი ევრო.

"არც პოლონეთი და არც უნგრეთი არ დათანხმდება რომელიმე წინადადებას, რომელსაც მეორე მიუღებლად ჩათვლის" - წერია ერთობლივ დეკლარაციაში.

მათი ვეტო, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გადაავადებს ევროკავშირის 1,8 ტრილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტის დამტკიცებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG