Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3


გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 265 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კოვიდ-19 დაუდასტურდა 84-ს, გარდაიცვალა-3.

კორონავირუსის ინფექციისგან მოსახლეობის დაცვის ე.წ. ოპერატიული შტაბის თანახმად, ამ დროისათვის დაავადებულთა საერთო რაოდენობა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სულ 5732 ადამიანს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 3661, გარდაცვლილია 77.

თებერვლიდან მოყოლებული, საქართველოში კორონავირუსის სულ 118 690 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 98 781, გარდაცვლილია - 1124.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG