Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუშინდელთან შედარებით თბილისში ინფიცირების მაჩვენებელი 570-ით გაიზარდა


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდასთან ერთად გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებელი თბილისში. საქართველოში ბოლო 24 საათში ინფიცირების მაჩვენებელი 979-ით გაიზარდა, თბილისში კი 570-ით.

ბოლო 5 დღის განმავლობაში საქართველოსა და თბილისში გამოვლენილი შემთხვევები:

  • 23 ნოემბერი: საქართველო - 3 958; თბილისი - 2 157;
  • 24 ნოემბერი: საქართველო - 3 128; თბილისი - 1 504;
  • 25 ნოემბერი: საქართველო - 3 071; თბილისი - 1 314;
  • 26 ნოემბერი: საქართველო - 3 801; თბილისი - 1 293;
  • 27 ნოემბერი: საქართველო - 4 780; თბილისი - 1 863.

დღეს რეგიონებში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა:

  • აჭარაში - 664;
  • იმერეთში - 648;
  • ქვემო ქართლში - 319;
  • შიდა ქართლში - 259;
  • გურიაში - 102;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში - 385;
  • კახეთში - 280;
  • მცხეთა-მთიანეთში - 128;
  • სამცხე-ჯავახეთში - 89;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 43.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 123 470 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 489-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 102 270​.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 161-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG