Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შესახებ: ჯომოლუნგმაზე ავდივართ


პაატა იმნაძე
პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის ზრდა ჯომოლუნგმაზე ასვლას შეადარა:

„მე ვამბობდი ხოლმე გაზაფხულზე, ჯომოლუნგმას ვადარებდი ხოლმე და ეხლა ჯომოლუნგმაზე ავდივართ“, - ასე უპასუხა პაატა იმნაძემ ჟურნალისტს კითხვაზე, რას ნიშნავს სპირალის ეტაპი, რომელიც 26 ნოემბერს ახსენა ამირან გამყრელიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პაატა იმნაძემ კომენტარი გააკეთა ასევე შეზღუდვების გაფართოების თემაზე და განაცხადა, რომ შეზღუდვების გაფართოებით ვითარება დასტაბილურდება:

„მატება არ გვექნება დეკემბრის მეორე ნახევარში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შემდგომ დაიწყოს ნელ-ნელა კლება დაავადების შემთხვევებმა. ჯერჯერობით კლებას ნამდვილად არ ველოდებით. მით უმეტეს, პირველ დღებში. ორი კვირის მერე იქნება პირველი შედეგები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ ბრიფინგზე.

საქართველოში 27 ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირების ახალი პიკი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში 4 780 პირს დაუდასტურდა ვირუსი. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 37 და გამოჯანმრთელდა 3 489 პირი.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 123 470 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 102 270​. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 1 161-ს შეადგენს.

ბოლო კვირების განმავლობაში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3000-4000 შემთხვევის ფარგლებში მერყეობს.

27 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. ახალი შეზღუდვების ერთი ნაწილი უკვე 28 ნოემბრიდან შედის ძალაში. რეგულაციების თანახმად, იხურება მოლები და იზღუდება საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი.

ასევე ნახეთ: ახალი შეზღუდვები ცნობილია: იხურება ობიექტები, ჩერდება საზ. ტრანსპორტი

საქართველოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება

8 ქალაქში მეტრო და ავტობუსი ჩერდება

საახალწლოდ, დიდ ქალაქებში ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება

რომელ საქმიანობას არ ეხება შეზღუდვები

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG