Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მსოფლიო უწყება იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირებულების დაუდგენელი შემთხვევის გამო გვაფრთხილებს


ევროპის კავშირის დაავადებებთან ბრძოლის სააგენტო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოდიან მოწოდებით, გაიზარდოს იმუნოდეფიციტის სინდრომის - HIV-ის ტესტების რაოდენობა, რადგან ბევრ ინფიცირებულ პირს დიაგნოზს უდგენენ ძალიან გვიან, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში, ასევე შუა აზიის ქვეყნებში.

დაგვიანებული დიაგნოზი ამ ვირუსზე, რომელიც შიდსს იწვევს, ხშირად, წლების განმავლობაში, ინფიცირებულებს არ აძლევს შესაძლებლობას, სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობა ჩაიტარონ.

ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა 26 ნოემბერს ევროპაში დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ნათქვამია, რომ 2019 წელს 136 ათას ადამიანს დაუდგინეს პირველად იმუნოდეფიციტური სინდრომი.

ცენტრი ფარავს ევროპის 53 ქვეყანას. ახალი დიაგნოზების 80 პროცენტი მოდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმოსვლეთ რეგიონზე, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ ევროპას, რუსეთს და შუა აზიის რამდენიმე ქვეყანას. განგაშს იწვევს ის, რომ დიაგნოზების ნახევარი ინფექციის გვიან სტადიაზე ხდება, როცა იმუნური სისტემა უკვე ძალიან დასუსტებულია. „ეს იმის მაჩვენებელია, რომ HIV-ის ადრეულ ფაზაში დადგენის მიზნით ტესტირების სისტემა არ მუშაობს სათანადოდ“, - წერია ერთობლივ ანგარიშში.

მართალია, არაა ცნობილი, თუ რამდენად მოქმედებს კოვიდ-19 HIV-ის ტესტზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე გვაფრთხილებს, არ მივცეთ პანდემიას საშუალება, „წაგვართვას შიდსისგან თავისუფალი მომავალი, რომელიც ჩვენს ხელშია“. კლუგე იხსენებს იმ დროს, როცა HIV-ის დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენივით ჟღერდა. „ახლა, შესაბამისი მკურნალობით, HIV-ით ინფიცირებულ პირებს შეუძლიათ იცხოვრონ შიდსის შიშის გარეშე“, ამბობს კლუგე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG