Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან გადაადგილება 21 საათიდან აიკრძალება


კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან გადაადგილება 21:00 სააათიდან დილის 5 საათამდე აიკრძალება.

შესაბამისი აკრძალვა მობილობის შემცირების მიზნით მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმით წესდება.

21:00 საათის შემდეგ გადაადგილება პირველ ეტაპზე, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით იქნება აკრძალული.

24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ უქმე დღეებში იმოქმედებს.

31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1-ლი იანვრის 05:00 საათამდე კი აღნიშნული შეზღუდვა იხსნება.

16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით 21:00 საათიდან გადაადგილება ყველა დღეს იკრძალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG