Accessibility links

logo-print logo-print

სვიატლანა ციხანოუსკაია აცხადებს, რომ ჯო ბაიდენმა მიიწვია შეხვედრაზე


დევნილობაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია აცხადებს, რომ მისი შტაბი უკვე გეგმავს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრას. „ჩვენ უკვე მივიღეთ მოსაწვევი ასეთ შეხვედრაზე“, - განაცხადა ციხანოუსკაიამ პოლონეთში მოქმედ ტელარხ Belsat-თან ინტერვიუში.


ამასთან, დასძინა, რომ მისი შტაბი უახლოეს ხანებში გეგმავს შეხვედრების ორგანიზებას დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიასა და სხვა ქვეყნებში.


ტვიტერში ბაიდენთან მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ ცნობა გაავრცელა ციხანოუსკაიას მრჩეველმა, ცნობილმა ჟურნალისტმა, ფრანაკ ვიაჩორკამ.



ჯერჯერობით, უცნობია, თუ როდის შეხვდება ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს. „ამერიკის ხმის“ ცნობით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის გარემოცვას ასეთი შეხვედრა ჯერ არ დაუდასტურებია.

ბელარუსიდან იძულებითი წასვლის შემდეგ, ლიეტუვაში მყოფი სვიატლანა ციხანოუსკაია 11 აგვისტოს შემდეგ შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს, ასევე საბერძნეთის, ბულგარეთის, ავსტრიისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მინსკის ქუჩებში ყოველ შაბათ-კვირას ათასობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას დემონსტრაციებში. არჩევნების შედეგით მეექვსე ვადით მიაკუთვნეს გამარჯვება 66 წლის ავტორიტარ ლიდერ ლუკაშენკას, რომელიც 1994 წლიდანაა ხელისუფლებაში. დემონსტრანტები თვლიან, რომ არჩევნების რეალური გამარჯვებულია ოპოზიციის 38 წლის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიაში თავისი დაპატიმრებული ქმრის ნაცვლად ჩაერთო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG