Accessibility links

logo-print logo-print

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი "კერძო ვიზიტით" რუსეთში გაემგზავრა


რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი „კერძო ვიზიტით“ ჩავიდა რუსეთში.

როგორც სომხეთის პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან დიალოგის ფარგლებში, არმენ სარქისიანი მოსკოვში შეხვდება რუსეთში მცხოვრები სომხური დიასპორის წარმომადგენლებს და მათთან ერთად განიხილავს სომხეთში შექმნილ ვითარებას.


ამ შეხვედრის ფონია სომხეთის პრეზიდენტის ორი კვირის წინანდელი მიმართვა, რომელშიც არმენ სარქისიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნება. მოსახლეობისადმი მიმართვისას სარქისიანმა თქვა, რომ მისი პოზიცია ეფუძნება პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დიასპორის წარმომადგენლებთან ბოლო დღეებში გამართული კონსულტაციების შედეგებს.

ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო 10 ნოემბერს, როცა ცნობილი გახდა, რომ მან აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანს უბრუნდება 90-იან წლებში დაკარგული არაერთი რაიონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG