Accessibility links

logo-print logo-print

თენგიზ ცერცვაძე კლინიკიდან სახლში გაწერეს


ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომელსაც კორონავირუსი ორი კვირის წინ დაუდასტურდა, სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.

„კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება. ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას, ვინც ყურადღება გამოხატა“, - წერია განცხადებაში.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს, 19 ნოემბერს გაუარესდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG