Accessibility links

logo-print logo-print

ქუთაისში კორონავირუსით ორი ექიმი გარდაიცვალა


გასულ 24 საათში, კორონავირუსული ინფექციით ორი ექიმი გარდაიცვალა. 62 წლის ექიმი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგი იყო. ის მკურნალობას სამი კვირის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა, თუმცა მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს.

მეორე გარდაცვლილი, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული ცენტრის ორთოპედი, 71 წლის ექიმი იყო. ის საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში 19 ნოემბერს მძიმე თანმხლები დაავადებებით შეიყვანეს და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში საქართველოში 34 ინფიცირებული გარდაიცვალა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 28 ნოემბერს 1 195-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG