Accessibility links

logo-print logo-print

ხაბაროვსკში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა


რუსეთის შორეულ ქალაქ ხაბაროვსკში გაიმართა მორიგი ანტისამთავრობო აქცია, რომლის მონაწილეებიც ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალისადმი მხარდაჭერას გამოხატავდნენ. ქალაქის ცენტრში შეკრებილ ორასკაციან მიტინგზე გაისმოდა ანტისამთავრობო შეძახილებიც.

„სირცხვილი პოლიციას“, „პუტინი უნდა გადადგეს“, - სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

აქცია არ ყოფილა სანქცირებული. პოლიციამ დააკავა ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტი და სამი აქტივისტი.

ხაბაროვსკის ყოფილი გუბერნატორი, სერგეი ფურგალი, ივლისში დააპატიმრეს ორიათასიან წლებში მეწარმეების მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით.


ფურგალი ბრალდებას უარყოფს. მისი მომხრეები საქმეს პოლიტიკურად მიიჩნევენ, რადგან ფურგალმა რამდენიმე წლის წინ არჩევნებში დაამარცხა კანდიდატი, რომელსაც კრემლი უჭერდა მხარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG