Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ „ჰოლოდომორის“ ხსოვნის წლისთავზე უკრაინელებს სანთლების დანთებისკენ მოუწოდა


გოგონას სკულპტურა "ჰოლოდომორის" გენოციდის მუზეუმის ეზოში
გოგონას სკულპტურა "ჰოლოდომორის" გენოციდის მუზეუმის ეზოში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოქალაქეებს მოუწოდა, სანთლების დანთებით მიაგონ პატივი სტალინური „ჰოლოდომორის“ მსხვერპლთა ხსოვნას.


„ჰოლოდომორის“ მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში ყოველი ნოემბრის მეოთხე შაბათს აღინიშნება.


„მილიონობით უკრაინელი ემსხვერპლა ჰოლოდომორს, რომელიც სტალინური ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ გენოციდად არის აღიარებული. ეს მსხვერპლი ტოლფარდია იმისა, რაც უკრაინამ მეორე მსოფლიო ომში გაიღო. როგორ შეიძლება ეცადო მთელი ხალხის განადგურებას? რატომ და რისთვის? ამას ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ. ჩვენ ამას არასოდეს არ დავივიწყებთ და ამას ჩვენ ვერასოდეს ვერ ვაპატიებთ“, - განაცხადა სპეციალურ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

1930-იანი წლების დამდეგს უკრაინაში იოსებ სტალინის პოლიტიკამ მასობრივი შიმშილობა, ჰოლოდომორი, გამოიწვია.

2006 წლის ნოემბერში უკრაინის ვერხოვნა რადამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად ცნო.

დემოგრაფიის მეცნიერთა ექსპერტიზაზე დაყრდნობით, უკრაინა აცხადებს, რომ 1932-33 წლებში „ჰოლოდომორის” დანაკარგმა დაახლოებით 4 მილიონი კაცი შეადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG