Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფუტსალის კლუბი „თსუ“ საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას


ფუტსალის კლუბმა „თსუ“-მ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მიმდინარე ევროსეზონი ერთადერთი თამაშით დაასრულა.

უეფას უმთავრეს საკლუბო ტურნირზე - ჩემპიონთა ლიგაზე, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლა უნგრეთის „ბერეტიუიფალუს" და დამარცხდა, ანგარიშით 3:4.

მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში „თსუ“ ოთხბურთიანი სხვაობით აგებდა. ვახტანგ კეკელიამ, გიორგი ღავთაძემ და ვახტანგ ჯვარაშვილმა ბოლო ათ წუთში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ ანგარიშის გასათანაბრებლად დრო აღარ ეყოთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG