Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხანოუსკაია აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა სურს


ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია აცხადებს, რომ სურს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა, რადგან ბელარუსს სჭირდება ურთიერთობის შენარჩუნება მის მნიშვნელოვან მეზობელთან.


„ჩვენ გვსურს გავაცნოთ საკუთარი შეხედულება, გვსურს მოვისმინოთ რუსეთის პოზიცია ბელარუსის საკითხზე. ჩვენ მეზობლები ვართ და მომავალშიც განვაგრძობთ ურთიერთობას. გვსურს ვისაუბროთ. ბელარუსები ძალიან ელოდებიან ამას. არა რეჟიმის [ლუკაშენკა] მხარდაჭერას, არამედ ბელარუსებზე აზრის გამოთქმას, ჩვენ სურვილზე, რომ ყველამ ერთად ავაშენოთ მომავალი და არა მხოლოდ ერთი კაცის მცდელობით“, - განაცხადა ციხანოუსკაიამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

ამ განცხადების ფონია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტი მინსკში. 27 ნოემბერს ლავროვი შეხვდა ალიაქსანდრ ლუკაშენკას, განიხილა მასთან ერთად „დასავლეთის ჩარევა ბელარუსის შიდა საქმეებში“ და გადასცა პუტინის მისალმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG