Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში დაშალეს მორიგი საპროტესტო აქცია, ათამდე კაცი დააკავეს


e
e

მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში მილიციამ ცრემლსადენი გაზისა და ხმოვანი ყუმბარების გამოყენებით დაშალა ანტისამთავრობო აქციაზე გამოსული ადამიანები. უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ ცნობით, დაკავებულია ათზე მეტი კაცი.


საპროტესტო „მეზობლების მარშში“ მონაწილეობის მისაღებად ადამიანებმა შუდღით დაიწყეს შეგროვება.


სხვა აქციების მსგავსად, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკვე 119-ედ რომ იმართება ბელარუსში, დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, რეპრესიების შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG