Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში 400 000-ს გასცდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი


28 ნოემბრის მონაცემებით, ევროპაში 400 000-ს გასცდა კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვი იმ ფონზე, როდესაც კონტინენტის სხვადასხვა ქვეყანა თანდათანობით არბილებს მრავალკვირიან მკაცრ საკარანტინო ზომებს.



ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ცნობით, COVID-19-ის პანდემიის 8 თვის განმავლობაში ვირუსის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობით პირველ ადგილზეა დიდი ბრიტანეთი (57 551), მეორეზე - იტალია (53 677), ხოლო მესამეზე - საფრანგეთი (51 914). კორონავირუსის შედეგად 44 668 კაცი გარდაიცვალა ესპანეთში, რუსეთში - 39 068.

ატლანტის ოკეანის მეორე ნაპირზე, აშშ-ში, რომელიც პირველ ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ნოემბრის თვეში კიდევ 4 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.

პანდემიის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვი აშშ-ში 266 000-ს აღწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG