Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 30 სამხედრო დაიღუპა ავღანეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად


ავღანეთის პატრული მორიგი თავდასხმის ადგილისკენ მიეშურება
ავღანეთის პატრული მორიგი თავდასხმის ადგილისკენ მიეშურება

ავღანეთის უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 30 წარმომადგენელი დაიღუპა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ დანაღმული ავტომანქანით განხორციელებული იერიშის შედეგად პროვინცია ღაზნიში მდებარე სამხედრო ბაზაზე.


გავრცელებული ცნობით, მოიერიშემ თავი დილის 8 საათზე აიფეთქა სამხედრო ბაზის შესასვლელთან, სხვა დეტალები უცნობია.
თავდასხმაზე მომხდარისთანავე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ღაზნის პროვინციაში რეგულარულად ხდება შეტაკებები ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და თალიბებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG