Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთში პოლიციამ 1,1 მილიონი კაცი დააჯარიმა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დაღვევისთვის


რუსეთში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების მხრივ ევროპაში მეხუთე ადგილზეა, პოლიციამ 1 მილიონზე მეტი კაცი დააკავა COVID-19-თან დაკავშირებული წესების დარღვევისათვის.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 976 000 ადამიანი დააჯარიმეს საგანგებო ვითარების დროს სანიტარიული წესების დარღვევისათვის, რაც 1000 რუბლის (13$) გადახდით ისჯება.
თანარჩენებს ადმინისტრაციული ოქმები გაუფორმეს.

რუსეთში კორონავირუსის ეპიდემიის განმავლობაში 2,2 მილიონი კაცი დაავადდა, ხოლო 39 000-ზე მეტი გარდაიცვალა. არსებობს მოსაზრება, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაყალბებულია და რეალური მონაცემები გაცილებით დიდია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG