Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში 130-მდე გაიზარდა კვირას საპროტესტო აქციის გამო დაკავებულთა რიცხვი



ბელარუსის პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა 130 ადამიანი დააპატიმა კვირას გამართულ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო. დამოუკიდებელ უფლებათდამცველ ცენტრ „ვიასნას“ ინფორმაციით დაკავებულთა შორის ერთ-ერთი რეგიონული გამოცემის ორი ჟურნალისტიცაა.


კვირას საპროტესტო „მეზობლების მარშში“ მონაწილეობის მისაღებად ადამიანებმა შუდღით დაიწყეს შეგროვება მინკსსა და სხვა ქალაქებში.

მილიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და სასტიკად დაშალა ადამიანები, რომლებსაც ხელთ ეპყრათ წითელ-თეთრი დროშები და სკანდირებდნენ „სირცხვილია“.


სხვა აქციების მსგავსად, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკვე 119-ედ რომ იმართება ბელარუსში, დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, რეპრესიების შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG