Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის ყოფილი მრჩეველი კარტერ პეიჯი სასამართლოს მიმართავს მის მიმართ უკანონო თვალთვალისთვის


კარტერ პეიჯი
კარტერ პეიჯი

2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი კარტერ პეიჯის აცხადებს, რომ იგი უკანონო თვალთვალის მსხვერპლია და სასამართლოში უჩივის გამოძიების ფედერალურ ბიუროს, რომელმაც თავის დროზე საიდუმლო თვალთვალის ორდერი მოითხოვა რუსეთთან მისი შესაძლო კავშირების დასადგენად.

კარტერ პეიჯის სარჩელის თანახმად საგარეო დაზვერვის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბევრი შეცდომა და უზუსტობა დაუშვეს თვალთვალზე უფლების გამცემ საგარეო დაზვერვის სასამართლოზე (FISA), რომელმაც დააკმაყოფილა პეიჯზე, როგორც რუსეთის ჯაუშობაში ეჭვიტანილ მოხელეზე, საიდმულო მოსმენების დაწყების თხოვნა.

„ვინაიდან არც ერთ სარწმუნო ფაქტს არასოდეს არ დაუდასტურებია ბატონ პეიჯის კავშირები რუსეთთან, არც სავარაუდო მიზეზი არსებობდა ამ საფუძველზე FISA -სგან მისი თვალთვალის ორდერის საძიებლად და მისაღებად“, - ნათქვამია კარტერ პეიჯის სარჩელში.


გამოძიების ფედერალური ბიუროსა და იუსტიციის სამინისტროს თანამრომლებმა, რომლებიც თვალთვალის ორდერის ხელმოწერაში მონაწილეობდნენ, მოგვიანებით თავიანთ ჩვენებებში აღნიშნეს, რომ ასე არ მოიქცეოდნენ, მათთვის ცნობილი რომ ყოფილიყო სავარაუდო შეცდომებისა და უზუსტობების მასშტაბები.

27 ნოემბრით დათარიღებულ სარჩელში, კარტერ პეიჯი ბრიტანეთის ყოფილ ჯაშუშ, ქრიტსოფერ სტილზე უკიდეგანო დამოკიდებულებში სდებს ბრალს FBI-ს. ქრიტსოფერ სტილის ე.წ. დოსიე ამტკიცებდა, რომ პეიჯი და ტრამპის ყოფილი მრჩევლები შეკრული იყვნენ რუსეთთან.


აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველმა კარტერ პეიჯმა, რომლის მიმართაც ოფიციალურად არანაირი ბრალდება არ არსებობს, ტრამპის საარჩევნო კამპანია დატოვა 2016 წელს, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მისი შეხვედრების შესახებ ცნობების გამოქვეყნების შემდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტის მომხრეები აცხადებენ, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ბოროტად გამოიყენა თავლათვალის უფლება, რათა სასამართლოსაგან მოეპოვებინა ტრამპის ყოფილი თანაშემწის კავშირების მონიტორინგის ნებართვა.


თუმცა, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატთა ლიდერმა, ნენსი პელოსი 21 ივლისს განაცხადა, რომ დოკუმენტები ნათლად ცხადყოფენ რუსეთის კოორდინირებულ კავშირებს კარტერ პეიჯთან, ტრამპის საარჩევნო კამპანიის მაღალი რანგის წარმომადგენელთან, რაც პელოსის თანახმად, „მიზნად ისახავდა უკანონო და შეუფერებელი ჩარევის გზით 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ძირის გამოთხრას.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG