Accessibility links

logo-print logo-print

ბელარუსში კვირის საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულთა რიცხვი 400-მდე გაიზარდა


ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში კვირას გამართულ საპროტესტო აქციების დროს სამართლადმაცველებმა დააკავეს ოთხასზე მეტი კაცი, მათ შორის, რამდენიმე ჟურნალისტია.

დამოუკიდებელ უფლებათდამცველ ცენტრ „ვიასნას“ მიერ დღის ბოლოს გამოქვეყნებულ სიაში ირიცხება 413 სახელი. ყველაზე მეტი ადამიანი მილიციამ მინსკში დააკავა.

ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის თანხმად, მინსკსა და ბრესტში მილიციამ აქციის გაშუქების დროს დააკავა გამოცემა „ბრესტის გაზეთის“, „ნოვოე ვრემიას“ და TUT.BY-ის ჟურნალისტები.

ზოგიერთ მათგან უკვე აქვს გაშუქების დროს დაკავების გამოცდილება.
იუწყებიან, რომ მილიციამ კვირას დააკავა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, დმიტრი კრუკი.

29 ნოემბერს გამართული აქციები სახელწოდებით „მეზობელთა მარში“ არასანქცირებული იყო. დემონსტრანტები მოითხოვდნენ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რეპრესიების შეწყვეტას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

იუწყებიან, რომ მილიციამ დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი.

ბელარუსში სპაროტესტო აქციები მიმდინარეობს 9 აგვისტოს შემდეგ, როცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ისევ ალექსანდრ ლუკაშენკა გამოაცხადა. ხალხმრავალი დემონსტრაციების მონაწილეები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და ხელისუფლებიდან ლუკაშენკას წასვლას და ახალ არჩევნებს მოითხოვენ. მილიცია და სპეცრაზმები დემონსატრანტებს აკავებენ და აქციებს სპეცსაშუალებებით შლიან. საპროტესტო გამოსვლების ძალით ჩახშობისას სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. 6 დაკარგულად ითვლება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG