Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარადონას ექიმის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო


არგენტინაში გამოძიება დაიწყეს ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას ექიმის, 39 წლის ნეიროქირურგ ლეოპოლდო ლუკეს წინააღმდეგ. პროკურატურას აინტერესებს, ხომ არ გამოიწვია მარადონას სიკვდილი ექიმის გულგრილობამ და გაუფრთხილებლობამ.

სააგენტო AFP-ს ინფორმაციით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მარადონას ქალიშვილებმა ეჭვი შეიტანეს მამისთვის გაწეულ სამედიცინო დახმარებასა და ექიმის კვალიფიკაციაში. ლეოპოლდო ლუკეს კერძო კლინიკასა და საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. თავად ექიმმა განაცხადა, რომ ყველაფერი გააკეთა დიეგო მარადონას გადასარჩენად.

ნოემბრის დასაწყისში, ლუკემ მარადონას ოპერაცია გაუკეთა თავის ტვინზე თრომბის გამო. დიეგო მარადონამ კლინიკა 12 ნოემბერს დატოვა და მკურნალობას სახლში განაგრძობდა. ექიმის ინფორმაციით, მარადონას რეაბილიტაციის ცენტრში გადაყვანა სჭირდებოდა, რაზეც მან კატეგორიული უარი თქვა.

60 წლის დიეგო მარადონა 25 ნოემბერს გარდაიცვალა. ლეგენდარული ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა წლების წინ გაუარესდა. მას ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამოც მკურნლობდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG