Accessibility links

logo-print logo-print

ნათია თურნავა: მოლებში ფასდაკლებამ საფრთხისშემცველი სიტუაცია შექმნა


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, თუმცა აღნიშნავს, რომ აუცილებელია, მათ სიტუაციის მართვა შეძლონ. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ფასდაკლების აქციებმა ეპიდსიტუაციის კუთხით საფრთხე შექმნა.

"შეგახსენებთ, რომ ის სურათი, რაც ჩვენ ვიხილეთ შეზღუდვების დაწესებამდე 1 დღით ადრე, აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ფასდაკლებების გამო, გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. უნდა მოიფიქრონ, როგორ მართონ აჟიოტაჟური მოთხოვნა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ფასდაკლებამ... ფასდაკლების აქციამ გამოიწვია საფრთხისშემცველი ვითარება", - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ ეს საკითხი აქტუალური იქნება 24 დეკემბრის შემდეგაც, როცა მოლებს მუშაობის შეზღუდვა დროებით მოეხსნებათ.

საქართველოში ეკონომიკურ საქმიანობაზე დამატებითი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან დაწესდა. კომპანიებმა და მოქალაქეებმა ამის შესახებ 2 დღით ადრე გაიგეს. სავაჭრო ცენტრების ნაწილმა მომხამარებელს შეზღუდვებამდე ერთი დღით ადრე ფასდაკლებები შესთავაზა. გაჩნდა რიგები სავაჭრო ცენტრებთან და არ იყო დაცული სოციალური დისტანცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG