Accessibility links

site logo site logo

ქაბულის თანახმად, მოკლულია ავღანეთის ძალებზე სისხლიანი თავდასხმის ორგანიზატორი


ჰამზა ვაზირისტანი

ავღანეთის ჯარებმა მოკლეს თალიბანის წევრი, რომელიც, ქაბულის თანახმად, იყო უშიშროების ძალებზე თავდასხმის ორგანიზატორი. ამ თავდასხმის შედეგად, რომლის დროსაც დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, 30 წევრი დაიღუპა.

ჰამზა ვაზირისტანი წუხელ ღამით მოკლეს საავიაციო იერიშის შედეგად. ვაზირისტანი მოკლეს პროვინცია ღაზნიში, სადაც 29 ნოემბერს ავღანეთის სამხედრო ბაზაზე განხორციელდა თავდასხმა. ჯანდაცვის მუშაკების თანახმად, თავდასხმის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ, რომელიც უფრო მცირედ წარმოაჩენს ხოლმე მისი ძალების წინააღმდეგ თავდასხმების მსხვერპლს, განაცხადა, რომ დაიღუპა ათი სამხედრო მოსამსახურე.

ეს სამთავრობო ძალების წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე უფრო სისხლიანი თავდასხმა იყო თვეების განმავლობაში. ძალადობამ კვლავ იმატა, მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში ყატარში დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის მთავრობასა და თალიბანს შორის.

შიდაავღანური სამშვიდობო მოლაპარაკებები ნაწილია აშშ-სა და თალიბანს შორის თებერვალში მიღწეული გარიგებისა, რომელმაც გზა გაუხსნა ავღანეთიდან 2021 წლის მაისამდე უცხოური ჯარების გაყვანის პროცესს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG