Accessibility links

logo-print logo-print

დააკავეს კაცი, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მათხოვრობას აიძულებდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელიც თავის 12 და 9 წლის შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა.

პროკურატურის თანახმად, შს სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მამამ სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავა არასრულწლოვნებით ვაჭრობის გეგმა და მათ შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, 2019 წლიდან 2020 წლის ნოემბრამდე იგი აიძულებდა მოზარდებს, მოეთხოვათ მოწყალება და გაეყიდათ წვრილმანი ნივთები თბილისის სხვადასხვა უბანსა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში.

გამოძიების თანახმად, მამამ შვილებს სავალდებულოდ დაუწესა მისთვის 20 ლარის ყოველდღე მიტანა, რასაც თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა. კაცი მოზარდებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი თანხას არ მიუტანდნენ.

პროკურატურის თანახმად, დაკავებულ კაცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ და „ე“ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG