Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი ოპტიმისტურად უყურებს ვაქცინაციის პროგრამის დაწყებას


ბრიტანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აქციის კიდევ 2 მილიონი დოზა შეუკვეთეს, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში მომავალ რამდენიმე კვირაში იწყება აცრის მასობრივი პროგრამა.

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე მეტი ადამიანი ბრიტანეთში იმსხვერპლა, იქ COVID-19-ს 58,000-ზე მეტი პირი შეეწირა. 30 ნოემბერს ბრიტანეთმა გამოთქვა იმედი, რომ ის იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინირებას დაიწყებს.

მთავრობამ შვიდ სხვადასხვა მწარმოებელთან გააფორმა შეთანხმებები, რომლებიც ითვალისწინებს 350 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინის შესყიდვას, თუკი ისინი ეფექტიანი აღმოჩნდება. 67 მილიონი მოსახლის მქონე ბრიტანეთს სურს, რაც შეიძლება მეტი მოქალაქის ვაქცინაცია ჩაატაროს.

საავადმყოფოები გააფრთხილეს, რომ ერთ-ერთი ვაქცინის პირველი დოზები შესაძლოა უკვე 7 დეკემბერს მიიღონ, - იუწყება ბრიტანეთის პრესა.

ვაქცინაციის პროგრამის დეკემბერში დაწყების იმედი აქვს აშშ-საც, სადაც ჯანდაცვის სფეროს მესვეურები განაგრძობენ გაფრთხილებით გამოსვლას ინფიცირების შემთხვევების მოსალოდნელი მატების შესახებ მადლიერების დღის დღესასწაულის შემდეგ და შობის დღესასწაულის წინა პერიოდში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG