Accessibility links

logo-print logo-print

ანა მიქელაძე ამბობს, რომ ცესკოდან წამოსვლით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო


ცესკოს ყოფილი პრესსპიკერი ანა მიქელაძე ადასტურებს, რომ მან უწყება დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუკზე დაწერა. მისი თქმით, ის დღეიდან აღარ არის ცესკოს თანამშრომელი.

"ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რაღა თქმა უნდა თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი, შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში", - აცხადებს ანა მიქელაძე​.

მიქელაძისა და ცესკო შეუთავსებელ პოზიციებზე ინფორმაცია დაახლოებით ერთი თვის წინ, 4 ნოემბერს "მთავარმა არხმა" გაავრცელა. არხი იუწყებოდა, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე ის უარს აცხადებდა ბრიფინგის ჩატარებაზე.

ანა მიქელაძის ეკრანებიდან გაუჩინარება დროში დაემთხვა ოპოზიციის პროტესტს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ცესკომ არჩევნები გააყალბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG