Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ოპოზიციის აქციის 3 მონაწილე დააკავეს


პოლიციამ ბათუმში დააკავა ოპოზიციის საპროტესტო აქციის სამი მონაწილე. მათ ბრალად ედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისდამი დაუმორჩილებლობა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოხატვას არავინ უშლიდა, მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს გაფრთხილება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და კანონიერი მოთხოვნისადმი დამორჩილების შესახებ და აჭარის მთავრობის სახლთან სცადეს პოლიციელების კორდონის გარღვევა.

ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი ლიდერები და მხარდამჭერები, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, უკვე რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციებს მართავენ ბათუმის ცენტრში, აჭარის მთავრობის სახლთან.

დღევანდელ აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობების გამო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აქციას უწოდა „მარგინალების ზღვარგადასული ე.წ. პროტესტი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG