Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი შეიარაღებულმა პირებმა გაძარცვეს


"თბილისის ზღვის ჰოსპიტალი" გაძარცვეს. კლინიკაში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 4 ათას ლარამდე თანხა. შემთხვევა ღამით მოხდა.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით იძიებს. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჯგუფური ყაჩაღობისთვის დგება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG