Accessibility links

site logo site logo

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უარყო, რომ მოკვლევას აწარმოებს ნავალნის გამონათქვამების გამო


ალექსეი ნავალნი "ედო მოსკვის" ეთერში. 2018 წლის ფოტო.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უარყო გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, რომ თითქოს მიმდინარეობს მოკვლევა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიერ „ეხო მოსკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით.

მანამდე, სამშაბათს დილით, ნავალნისთან დაკავშირებით მოკვლევის შესახებ ტასმა გაავრცელა ინფორმაცია წყაროზე დაყრდნობით სამართალდამცავი ორგანოებიდან. ამ წყაროს თანახმად, გამოძიებას მიაჩნია, რომ ნავალნი 27 აპრილს „ეხო მოსკვის“ ეთერში გამოვიდა რუსეთის საკონსტიტუციო წყობის ძალადობრივი შეცვლის მოწოდებით და 30 ნოემბერს დაიწყო მოკვლევა. ამ მუხლით გათვალისწინებულია 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ნავალნი ამჟამად იმყოფება გერმანიაში, სადაც მან მკურნალობის კურსი ჩაიტარა და სარეაბილიტაციო კურსს გადის აგვისტოში რუსეთში მოწამვლის შემდეგ. როგორც რამდენიმე დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ დაადასტურა, ნავალნი მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG