Accessibility links

site logo site logo

გიორგი ვაშაძე: საკმაოდ მძიმე ვითარება არის შეთანხმების თვალსაზრისით


ოპოზიციურ პარტიებს შორის პარტია „ლელო"-ს ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ოპტიმისტურად არ არის განწყობილი „ქართულ ოცნებასთან" მიმდინარე მოლაპარაკებით.

„ვისაუბრეთ მძიმე ვითარებაზე, რომელიც არის პოლიტიკური კრიზისის თვალსაზრისით და არა მარტო, ასევე კორონაკრიზისის თვალსაზრისით, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. გულწრფელად ვეუბნები ყველას, რომ საკმაოდ მძიმე ვითარება არის [ხელისუფლებასთან] შეთანხმების თვალსაზრისით, როგორც ჩანს", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

ცნობილი არ არის, როდის გაიმართება აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი.

ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, „ქართული ოცნება" კი ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას ზეიმობს. შედეგების უნდობლობის გამო ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამ მიზეზით მათთან მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG