Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გამოვლენილი 4 ათასზე მეტი შემთხვევიდან 1,7 ათასზე მეტი თბილისზე მოდის


საქართველოში ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა კვლავ თბილისზე მოდის. მაღალი მაჩვენებელი ნარჩუნდება იმერეთშიც.

რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 1 705;
  • აჭარაში - 402;
  • იმერეთში - 624;
  • ქვემო ქართლში - 286;
  • შიდა ქართლში - 281;
  • გურიაში - 84;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში - 273;
  • კახეთში - 239;
  • მცხეთა-მთიანეთში - 62;
  • სამცხე-ჯავახეთში - 68;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 9.

დღემდე 4 ათასზე მეტი შემთხვევა იყო 22, 27, 28 და 29 ნოემბერს. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 143 376 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 4 061-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 121 621.

ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 342-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG