Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ აფხაზეთში 6000-ს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 122 ადამიანის დაინფიცირება დაადასტურა. ეს 25 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 6092 შემთხვევა, მათგან 4002 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 84 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG