Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მინისტრები განაგრძობენ ვირტუალურ კონფერენციას რეფორმებზე სალაპარაკოდ


ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 2 დეკემბერს დაასრულებენ ორდღიან კონფერენციას, რომელზეც მსჯელობენ იდეებზე, თუ როგორ შეიძლება ტრანსატლანტიკური ალიანსის რეფორმირება და გაძლიერება.

კონფერენცია ვიდეოჩართვის საშუალებით იმართება, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიმართ სიფრთხილის გამო. პირველ დეკემბერს მინისტრებს წარუდგინეს ანგარიში, რომელშიც საუბარია შეთანხმების მიღების საჭიროებაზე ახალ საფრთხეებთან გასამკლავებლად, მათ შორის "სისტემატურად აგრესიულ რუსეთთან" და "ჩინეთის აღზევებასთან".

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 2 დეკემბერს ონლაინპრესკონფერენციას გამართავს და შეხვედრის შედეგებს შეაჯამებს. როგორც სტოლტენბერგმა 1 დეკემბერს ჟურნალისტებს უთხრა, მინისტრებმა იმსჯელეს რუსეთის "სამხედრო გაძლიერებაზე" ალიანსის გარშემო, ისევე, როგორც მისიაზე ავღანეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG