Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონგ-კონგში პატიმრობა მიუსაჯეს აქტივისტებს ჯოშუა ვონგს, აგნეს ჩოუს და ივან ლამს


2 დეკემბერს ჰონგ-კონგში პატიმრობა მიუსაჯეს პროდემოკრატ აქტივისტებს, ჯოშუა ვონგს, აგნეს ჩოუს და ივან ლამს, გასულ წელს გამართული, არასანქცირებული ანტისამთავრობო დემონსტრაციის გამო.

ჩინეთმა ნახევრად ავტონომიურ ჰონგ-კონგზე კონტროლი გაამკაცრა მას შემდეგ, რაც იქ გასულ წელს თვეების განმავლობაში იმართებოდა ანტისამთავრობო აქციები, ზოგჯერ შეტაკებების თანხლებით დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.

ვონგს, რომელმაც თავი დამნაშავედ ცნო გასული წლის ივნისში აქციის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში, ცამეტ-ნახევარი თვით მიუსაჯეს პატიმრობა. ჩოუ, რომელმაც ასევე აღიარა აქციაში მონაწილეობა და სხვების მოწოდება მონაწილეობისკენ, ციხეში 10 თვეს დაჰყოფს, ლამი, მოწოდების აღიარების შემდეგ - შვიდ თვეს.

2019 წლის 21 ივნისს პოლიციის შტაბბინის წინ ათასობით მოქალაქე შეიკრიბა აქციაზე, რომელიც იმართებოდა ამჟამად უკვე უკან წაღებული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლითაც, თუ დამტკიცდებოდა, დასაშვები გახდებოდა ეჭვმიტანილების ჩინეთში ექსტრადიცია. პეკინმა ივნისში ჰონგ-კონგთან მიმართებით შეიმუშავა ეროვნული უშიშროების მასშტაბური კანონი, პროტესტზე ზეწოლის მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG