Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას საქმეების განხილვა გადაიდო


ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას საქმეები, რომელიც ბრალდებულების თქმით, პოლიტიკური საკითხია, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადადო. ინფორმაციას "მთავარი არხის" ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია თავად ავრცელებენ.

"ადვოკატს დაურეკეს სასამართლოდან. პროცესი გადაიდოო. მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს", - წერს მელია "ფეისბუკზე".

ამავე შინაარსის განცხადებას ავრცელებს ნიკა გვარამიაც:

"დამირეკეს საქალაქო სასამართლოდან. პროცესი გადაიდო გაურკვეველი ვადით, ფორმალურად, კორონა პანდემიის გამო. ხო, გუშინ საღამოს დაიწყო, ეტყობა".

კორონავირუსის პანდემიის მიზეზით თბილისის საქალაქო სასამართლოში ყველა ის გახმაურებული საქმე გადაიდო, რომელიც პოლიტიკოსებს ეხებოდა ან ოპოზიცია პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა. ოპოზიცია ამ საქმეების მიმდინარეობის შეჩერებას ასახელებდა ხელისუფლებასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთ ნაწილად. სწორედ ამ შეთანხმების გაფორმებას დაემთხვა დროში საქმეების მიმდინარეობის შეჩერება, განახლება კი საარჩევნო პროცესის დასრულებას.

იმის მიუხედავად, რომ მარტში ინფიცირების ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა, პროცესების გადადების მიზეზად კორონავირუსის პანდემია დასახელდა, ახლა კი ყოველდღიურად 4 ათასამდე შემთხვევა ვლინდება, თუმცა სხდომები მაინც ჩაინიშნა. სხდომების ჩანიშვნას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. პოლიტიკური პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ეს პროცესი ხელს შეუშლიდა ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG