Accessibility links

logo-print logo-print

მაია სანდუ ეწინააღმდეგება დნესტრისპირეთის კონფლიქტის ძალისმიერ მოგვარებას


მაია სანდუ

მაია სანდუ ეწინააღმდეგება დნესტრისპირეთის კონფლიქტის ძალისმიერი გზით მოგვარებას. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა. პოლიტიკოსის თქმით, კონფლიქტის მოგვარების გზების ძიება უნდა გაგრძელდეს ბრატისლავის ოქმის ფორმატში „ხუთს პლუს ორი“ და ის პოლიტიკური უნდა იყოს.

დნესტრისპირეთი სსრკ-ის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ერთ-ერთი თვითგამოცხადებული რესპუბლიკაა. 1990 წელს მან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ ის არ უღიარებიათ გაეროს წევრ ქვეყნებს. კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ რეგიონში დაიწყო სამხედრო მოქმედებები, რომლებიც 1992 წელს დასრულდა რუსეთის სამშვიდობო ძალების შეყვანით.

ამჟამად დნესტრისპირეთში რუსეთის 1700-მდე სამხედრო იმყოფება. ნოემბერში, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სანდუ გამოვიდა მოწოდებით, რომ დნესტრისპირეთი დატოვონ რუსეთის ჯარებმა. ამავე დროს, მან გამორიცხა მოლდოვის ფედერალიზაცია.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა წარმატებით განახორციელა სამხედრო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, სანდუს უსვამენ კითხვებს დნესტრისპირეთის კონფლიქტის ძალისმიერი გზით მოგვარების შესაძლებლობაზე. რადიო თავისუფლებასთან საუბარში სანდუმ თქვა, რომ ვერ ხედავს სამხედრო მოქმედებების განახლების ვერავითარ საფუძველს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG