Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსით გარდაიცვალა ექთანი


ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის სამედიცინო ცენტრის ექთანი 1 დეკემბერს კორონავირუსით გარდაიცვალა.

54 წლის ქალი ორი კვირის წინ დაინფიცირდა. როგორც კლინიკის დირექტორი გოგიტა ბაბუნაშვილი აცხადებს, ინფიცირების წყარო უცნობია და არ არის გამორიცხული, ექთანი პაციენტისგან დაინფიცირებულიყო. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილს თანმხლები დაავადება, დიაბეტი ჰქონდა, რამაც მდგომარეობა გაართულა.

ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 624 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG