Accessibility links

logo-print logo-print

ამერიკელ უფლებადამცველ ვანესა კოგანს რუსეთში ცხოვრების უფლება გაუუქმეს


ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Stitching Justice Initiative-ის ვებსაიტი.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთში ცხოვრების უფლება გაუუქმა ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის, Stitching Justice Initiative-ის ხელმძღვანელს, ვანესა კოგანს. ამის შესახებ ორგანიზაციის პრესმდივანმა ქსენია ბაბიჩმა განაცხადა. უფლებადამცველი 11 წლის განმავლობაში ცხოვრობს რუსეთში, მას აშშ-ის მოქალაქეობა აქვს, მაგრამ შეტანილი აქვს განცხადება რუსეთის მოქალაქეობაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარ სამმართველოში კოგანს განუცხადეს, რომ რუსეთის პასპორტზე უარი ეთქვა და რომ ის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მუქარას წარმოადგენს. მას მოსთხოვეს, ორი კვირის განმავლობაში დატოვოს რუსეთი. მოსკოვში მასთან ერთად ცხოვრობენ ქმარი და ბავშვები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან.

Stitching Justice Initiative-ი 2000 წლიდან მოქმედებს. პროექტის ფარგლებში მუშაობენ ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რომლებიც დაკავშირებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტებთან, წამებასთან და გენდერული ხასიათის ძალადობასთან.

უფლებადამცველები დაზარალებულთა ინტერესებს წარმოადგენენ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში. მათი ყურადღების ცენტრშია ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი და დაღესტანი, ასევე ყირიმელი თათარი აქტივისტების საქმეები.

აგვისტოში ფსბ-მ ჩხრეკა ჩაატარა ორგანიზაციის მოსკოვის ოფისში. თებერვალში პოლიციამ გაჩხრიკა ორგანიზაციის პარტნიორები დაღესტანში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG