Accessibility links

logo-print logo-print

ავღანეთის მთავრობამ და თალიბანმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს სამშვიდობო მოლაპარაკებების თაობაზე


მოლაპარაკებების დარბაზი ყატარის დედაქალაქ დოჰაში. 2020 წ. 12 სექტემბრის ფოტო.

ავღანეთის მთავრობისა და თალიბანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარების თაობაზე. ეს მათი პირველი ერთობლივი წერილობითი დოკუმენტია 19-წლიანი ომის განმავლობაში.

შეთანხმება, რომლის შესახებაც 2 ნოემბერს გამოაცხადეს, გარღვევად მიიჩნევა, ვინაიდან მოლაპარაკებების მონაწილეებს ის დროს აძლევს უფრო არსებითი საკითხებისთვის. მათ შორისაა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

დოკუმენტს ხელი მოეწერა მას შემდეგ, რაც მხარეები თვეების განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ყატარის დედაქალაქ დოჰაში. მოლაპარაკებების პერიოდში ისინი კვლავაც საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

შეთანხმება „წინ გადადგმული ნაბიჯია მოლაპარაკებების გასამართად ძირითადი საკითხების თაობაზე, რომელთა შორისაა ფართო მასშტაბის ზავი, რაც ავღანელი ხალხის საკვანძო მნიშვნელობის მოთხოვნაა ხანგრძლივი მშვიდობისთვის,“ დაწერა ტვიტერში ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის სიტყვები მისმა პრესსპიკერმა სედიყ სედიყიმ.

აშშ-მა და ყატარმა შეთანხმებას „ნიშანსვეტი“ უწოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG