Accessibility links

logo-print logo-print

ისევ გაიზარდა თბილისსა და საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელთან ერთად გაიზარდა თბილისში ინფიცირების მაჩვენებელიც. საქართველოში ვირუსი 4 260 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან მესამედზე მეტი თბილისზე მოდის.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 1 676 ;
  • აჭარაში - 525;
  • იმერეთში - 591;
  • ქვემო ქართლში - 351;
  • შიდა ქართლში - 294;
  • გურიაში - 131;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში - 274;
  • კახეთში - 166;
  • მცხეთა-მთიანეთში - 134;
  • სამცხე-ჯავახეთში - 88;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 30.

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 4260 შემთხვევა წინა დღესთან შედარებით 227-ით მეტია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 147 636 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 947-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 124 568.

ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 45 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1387-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG