Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია იმედოვნებს, რომ ბიუჯეტის განხილვის მწვავე დისკუსიაში ოპოზიციაც ჩაერთვება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია იმედს გამოთქვამს, რომ 2021 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში ოპოზიციაც ჩაერთვება. მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროცესია.

"ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად, დაავალა მსგავს ქვეყნისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ იმედი გვაქვს, ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე, გვექნება შესაძლებლობა საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიებისა, ამ ბიუჯეტის ირგვლივ", - განაცხადა პრემიერმა.

8-ვე ოპოზიციური პარტია, რომელმაც ცესკოს ამ დროინდელი მონაცემებით, 1-პროცენტიანი ზღვარი გადალახა, უარს აცხადებს პარლამენტში შესვლასა და საპარლამენტო საქმიანობაზე. ამით პარტიები ბოიკოტს უცხადებენ არჩევნების შედეგებს, რომელსაც არ ენდობიან. მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და მმართველი პარტია 31 ოქტომბრის არჩევნებზე დამარცხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG